Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთში დანით დაჭრეს რამდენიმე ადამიანი, რასაც ეჭვმიტანილის დაკავება მოჰყვა


თავდასხმის მიმდებარე ტერიტორია, ქალაქი ტურკუ
თავდასხმის მიმდებარე ტერიტორია, ქალაქი ტურკუ

ფინეთის პოლიციის ცნობით, ქალაქ ტურკუში დანით დაჭრეს რამდენიმე ადამიანი. მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ დასავლეთ ფინეთის ამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადაადგილებისაგან. პოლიცია იუწყება, რომ დააკავეს ეჭვმიტანილი, რასაც წინ უძღოდა ურთიერთსროლა. მიმდინარეობს ოპერაცია პოტენციური „დამნაშავეების“ დასაკავებლად. მთელ ქვეყანაში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები. ჯერ არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი დაიჭრა, ან რა შეიძლებოდა ყოფილიყო თავდასხმის მოტივი.

XS
SM
MD
LG