Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთში, სულ ცოტა, ორი ადამიანი დაიღუპა დანით თავდასხმის შედეგად


თავდასხმის მიმდებარე ტერიტორია, ქალაქი ტურკუ
თავდასხმის მიმდებარე ტერიტორია, ქალაქი ტურკუ

ფინეთის პოლიციის ცნობით, სულ ცოტა, ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა ქალაქ ტურკუში დანით თავდასხმის შედეგად. ნათელი არ არის, ტერორიზმს უკავშირდება თუ არა დასავლეთ ფინეთში მდებარე ქალაქის ცენტრში მოწყობილი ეს თავდასხმა. ფინეთის მედიის ცნობით, საავადმყოფოში მოათავსეს რვა ადამიანი, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. პოლიცია იუწყება, რომ დააკავეს ეჭვმიტანილი, რასაც წინ უძღოდა ურთიერთსროლა და რომ მიმდინარეობს პოტენციური „დამნაშავეების“ ძებნა. მთელ ფინეთში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

XS
SM
MD
LG