Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში შეთანხმების გარეშე დასრულდა შეხვედრა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე


შეხვედრის მონაწილეები
შეხვედრის მონაწილეები

საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ინფორმაციით, კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა მათი და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელზეც განიხილეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელ შალვა შავგულიძის განცხადებით, ხელისუფლება არ იყო მზად, პასუხი გაეცა მთავარ შეკითხვაზე: რამდენად არის მზად, გაგრძელდეს მსჯელობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ. შეხვედრის დაწყებამდეც ცნობილი იყო, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს და არა 2020 წლის საპარალმენტო არჩევნების შემდეგ, როგორც ამას ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ორი მოსმენით უკვე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი გუნდი მზად არის „ოპოზიციასთან შედეგზე ორიენტირებული დიალოგისათვის“. როგორც იუწყებიან, შემდეგი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.

XS
SM
MD
LG