Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის სტრატეგიის დამგეგმავი სტივ ბენონი პოსტს ტოვებს


სტივ ბენონი
სტივ ბენონი

თეთრი სახლის განცხადებით, პოსტს ტოვებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სტრატეგიის მთავარი დამგეგმავი და საზოგადოებაში მწვავე კამათის გამომწვევი ფიგურა სტივ ბენონი. წარსულში ის ხელმძღვანელობდა მემარჯვენე ორიენტაციის საინფორმაციო სააგენტო "ბრაიტბარტ ნიუსს", ხოლო შემდეგ ტრამპის მთავარი მრჩეველი იყო წინასაარჩევნო პერიოდსა და თეთრ სახლში ყოფნის პირველი შვიდი თვის განმავლობაში. აშშ-ის მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ტრამპი გაბრაზებული იყო ბენონზე მას შემდეგ, რაც მან ლიბერალური ორიენტაციის ერთ-ერთ გამოცემას ინტერვიუ მისცა და შეეწინააღმდეგა პრეზიდენტის აგრესიულ პოზიციას ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით. როცა 15 აგვისტოს ტრამპს კითხვა დაუსვეს ადმინისტრაციაში ბენონის პოზიციებზე, პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო: "ვნახოთ, რა იქნება".

XS
SM
MD
LG