Accessibility links

უკრაინაში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდება


კურტ ვოლკერი

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი უკრაინაში, კურტ ვოლკერი, მინსკში გაემგზავრება და 21 აგვისტოს შეხვდება რუსეთის წარმომადგენლებს უკრაინა-რუსეთის ურთიერთობათა განსახილველად. ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება. ამის შემდეგ ვოლკერი ჩავა ვილნიუსში, სადაც ასევე უკრაინაზე იმსჯელებენ. მოგვიანებით ვოლკერი ესტუმრება კიევს, სადაც მას შეუერთდება აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჯეიმს მატისი. ისინი მოილაპარაკებენ უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, რათა განიხილონ მომავალი ნაბიჯები დიპლომატიურ მოლაპარაკებაზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენის მიზნით. ამის თაობაზე აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური უწყება იტყობინება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG