Accessibility links

ტრამპს არ გადაუწყვეტია მეტი ამერიკელი სამხედროს გაგზავნა ავღანეთში


დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ავღანეთში მეტი ამერიკელი სამხედროს გაგზავნის შესახებ მას მერე, რაც სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩევლების ანგარიშების განხილვა მოხდა. ამის თაობაზე თეთრი სახლი იტყობინება. ტრამპის შეხვედრა მრჩევლებთან შედგა მერილენდში. საუბრის თემა იყო სამხრეთ აზიაში აშშ-ის ინტერესების ხელშეწყობის ახალი სტრატეგია. პრესმდივნის, სარა სანდერსის თანახმად, პრეზიდენტი შესაფერ დროს გააკეთებს განცხადებას ამის თაობაზე. ტრამპის გუნდში არ იყო ერთსულოვნება ავღანეთში სამხედროთა რაოდენობის გაზრდის გარშემო. მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ეიჩ არ მაკმასტერი, ასევე თავდაცვის მინისტრი, ჯიმ მატისი და სხვა სამხედრო ლიდერები თვლიან, რომ ახლანდელი 8400-დან,3000-3500-ით უნდა გაიზარდოს სამხედროთა რაოდენობა. მაგრამ „ანტიგლობალისტები“, ახლა უკვე გადამდგარი მრჩეველის, სტივ ბენონის მეთაურობით, თვლიდნენ, რომ აშშ-მა ავღანეთიდან ჯარი უნდა გამოიყვანოს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG