Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის ხელისუფლება ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილის ძებნას განაგრძობს


გრძელდება მაროკოს მოქალაქის ძებნას, რომელიც ბარსელონისა და კამბრილსის ტერორისტული აქტების მოწყობაში მთავარ ეჭვმიტანილად ითვლება
გრძელდება მაროკოს მოქალაქის ძებნას, რომელიც ბარსელონისა და კამბრილსის ტერორისტული აქტების მოწყობაში მთავარ ეჭვმიტანილად ითვლება

ესპანეთის ხელისუფლება განაგრძობს მაროკოს მოქალაქის ძებნას, რომელიც ბარსელონისა და კამბრილსის ტერორისტული აქტების მოწყობაში მთავარ ეჭვმიტანილად ითვლება. ბარსელონაში, 17 აგვისტოს, მიკროავტობუსი შეიჭრა ცნობილ ბულვარ ლას-რამბლაზე ხალხში და 13 ადამიანი მოკლა. ათეულობით დაშავებული საავადმყოფოშია, ან უკვე გამოეწერა. დაშავებულთაგან 12 პირი მძიმე მდგომარეობაში. პოლიცია იტყობინება, რომ დაეძებს 22 წლის იუნეს აბუიააკუბს. მსგავს თავდასხმას საკურორტო ქალაქ კამბრილსში ერთი ქალი ემსხვერპლა. ქალაქში პოლიციამ დახოცა სავარაუდო თავდამსხმელები, ხუთი პირი, რომელთაც თვითმკვლელი მოიერიშის ყალბი ქამრები ეკეთათ. პოლიციამ დაადგინა კიდევ სამი, ტერაქტებთან დაკავშირებული პირის ვინაობა. სავარაუდოდ, ორი მათგანი16 აგვისტოს აფეთქებას ემსხვერპლა ალკანარში, ბარსელონიდან 200 კილომეტრში, როცა ისინი ასაფეთქებელ მოწყობილობას აკეთებდნენ.

XS
SM
MD
LG