Accessibility links

ტრამპი: ავღანეთზე „გადაწყვეტილება მიღებულია“


დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არაერთი გადაწყვეტილება, მათ შორის ავღანეთის 16-წლიან ომზე, იქნა მიღებული სახელმწიფო უშიშროების სფეროში თავის მრჩევლებთან შეხვედრისას. ეს ცნობა ტრამპმა ტვიტერით გაავრცელა. ტრამპის შეხვედრა მრჩევლებთან შედგა მერილენდში. საუბრის თემა იყო სამხრეთ აზიაში აშშ-ის ინტერესების ხელშეწყობის ახალი სტრატეგია. პრესმდივნის, სარა სანდერსის თანახმად, პრეზიდენტი შესაფერ დროს გააკეთებს განცხადებას ამის თაობაზე. არ არის ცხადი, კონკრეტულად რა გადაწყვეტილებაზეა ლაპარაკი. ტრამპის გუნდში არ იყო ერთსულოვნება ავღანეთში სამხედროთა რაოდენობის გაზრდის გარშემო. მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ეიჩ არ მაკმასტერი, ასევე თავდაცვის მინისტრი, ჯიმ მატისი და სხვა სამხედრო ლიდერები თვლიან, რომ ახლანდელი 8400-დან,3000-3500-ით უნდა გაიზარდოს სამხედროთა რაოდენობა. მაგრამ „ანტიგლობალისტები“, ახლა უკვე გადამდგარი მრჩეველის, სტივ ბენონის მეთაურობით, თვლიდნენ, რომ აშშ-მა ავღანეთიდან ჯარი უნდა გამოიყვანოს. ბებნონი არ ყოფილა კემპ დევიდის შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მატისი, მაკმასტერი, ვიცე-პრეზიდენტი, მაი პენსი და სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG