Accessibility links

ავღანეთმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა


ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 98-ე წლისთავი ავღანეთში

ავღანეთმა აღნიშნა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 98-ე წლისთავი. ამ დღეს ჩვეულებრივ იმართება ხოლმე აღლუმები და სახალხო ფესტივალები მთელ ქვეყანაში. წლევანდელი დღესასწაული დაემთხვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრას სამხედრო მრჩევლებთან, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ ავღანეთში თალიბანთან ომის სტრატეგია მომავალში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ქაბულში გააგზავნა მილოცვა, რომელშიც, სხვათა შორის, წერია, რომ აშშ უერთდება ავღანელ ხალხს მათი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში.

XS
SM
MD
LG