Accessibility links

„პაკისტანის დედა ტერეზა“ სახელმწიფო პატივით დაკრძალეს


87 წლის პფაუ 10 აგვიტოს გარდაიცვალა კარაჩიში

მგლოვიარეები მივიდნენ გერმანული წარმოშობის რუთ პფაუს დასაფლავებაზე, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა პაკისტანში კეთრის ამოძირკვას. 87 წლის პფაუ 10 აგვიტოს გარდაიცვალა კარაჩიში, საავადმყოფოში, რომელიც მის მიერ დაარსებული მარია ადელაიდას კეთრის ცენტრში შედის. სახელმწიფო ტელევიზია ცოცხალ ეთერში გადასცემდა რუთ პფაუს დასაფლავების ცერემონიას, რომელსაც პაკისტანის პოლიტიკოსები, სამხედრო ოფიციალური პირები, უბრალო მოქალაქეები და მომხრეები დაესწრნენ და პატივის მიაგეს, როგორც მას მთელ მსოფლიოში უწოდებენ, "პაკისტანის დედა ტერეზას“. პფაუ 1960 წელს ჩავიდა პაკისტანში და მთელი ცხოვრება მთელ პაკისტანში კეთრის მკურნალობას მიუძღვნა. მან დააარსა კეთრისგან სამკურნალო 157 ცენტრი მთელ პაკისტანში.მოგვიანებით ეს ცენტრები ჭლექით დაავადებულებსაც მკურნალობდა. პაკისტანში სახელმწიფო მხოლოდ ომში დაღუპულ გმირებს და სამთავრობო ლიდერებს დაკრძალავს ხოლმე ოფიციალურად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG