Accessibility links

გარი კასპაროვმა სენტ-ლუისის საჭადრაკო ტურნირში მერვე ადგილი დაიკავა


გარი კასპაროვი ტურნირზე ქალაქ სენტ-ლუისში

აშშ-ის ქალაქ სენტ-ლუისში გაიმართა ტურნირი სწრაფ ჭადრაკში, რომელშიც მერვე ადგილი დაიკავა ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, გარი კასპაროვმა. ეს იყო კასპაროვის პირველი გამოსვლა პროფესიულ ტურნირში ბოლო 12 წელიწადში. მან 36 პარტია ითამაშა და 16 ქულა მოაგროვა. ტურნირში გაიმარჯვა სომხეთის წარმომადგენელმა, ლევონ არონიანმა. კასპაროვმა 2005 წელს დატოვა პროფესიული ჭადრაკი და პოლიტიკაში გადავიდა. ის რუსეთის ერთ-ერთ წამყვანი ოპოზიციონერია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG