Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში მკაცრად გაკიცხეს ერდოანის მცდელობა, გერმანიის არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინოს


 ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მკაცრად გაკიცხა თურქეთის პრეზიდენტის მცდელობა, ზეგავლენა მოახდინოს გერმანიის წინასაარჩევნო კამპანიაზე. არავის მივცემთ უფლებას, არც თურქეთის პრეზიდენტს, ჩაერიოს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის თურქული წარმოშობის გერმანელების, თავისუფალ არჩევანში, თქვა მერკელმა. კანცლერობის სოციალ-დემოკრატმა კანდიდატმა, მარტინ შულცმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა ერდოანი, რომელმაც მოუწოდა გერმანიაში მცხოვრებ თურქული წარმოშობის მოქალაქეებს, არ მისცენ ხმა ქრისტიან-დემოკრატებს, სოციალ-დემოკრატებს და მწვანეთა ალიანსს ბუნდესტაგის არჩევნებში. ეს პარტიები თურქეთის მტრები არიან, განაცხადა მან 18 აგვისტოს.

XS
SM
MD
LG