Accessibility links

ერაყის ძალები ტალ აფარის დაბრუნებისთვის იბრძვიან


საბრძოლო პოზიცია ტალ აფარის სიახლოვეს. 2016 წლის დეკემბერი

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდარ ალ-აბადიმ გამოაცხადა, რომ მისი ქვეყნის ძალებმა დაიწყეს იერიში, რათა დაიბრუნონ ქალაქი ტალ აფარი, რომელიც "ისლამურმა სახელმწიფომ" ჩაიგდო ხელში 2014 წელს. ქალაქი ერთ-ერთი ბოლო პუნქტია, რომელსაც ეს ექსტრემისტული დაჯგუფება აკონტროლებს. აბადიმ ტელევიზიით განაცხადა, რომ ტალ აფარის განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო. ერაყის პრემიერის თქმით, მან ექსტრემისტებს მიმართა, რომ დანებდნენ, თორემ დაიხოცებიან. აგვისტოს 18-ში აშშ-ის სამხედრო ლიდერებმა განაცხადეს, რომ ერაყის ძალები ტალ აფარზე შეტევისთვის ემზადებიან მოსულის აღების შემდეგ. ქალაქი მოსულის დაბრუნებისთვის სისხლიან ბრძოლებმა ცხრა თვე გასტანა, დაღუპულთა რიცხვი ერაყის ჯარისკაცებს შორის 1400-ია, ხოლო დაჭრილების რაოდენობა 7000-სს აღწევს. ერაყში აშშ-ის ჯარების მთავარსარდალმა, გენერალმა სტივენ ტაუნსენდმა განაცხადა, რომ მოსულისთვის ბრძოლის ბოლო დღეები აგონებდა მას მეორე მსოფლიო ომში იაპონიის არმიასთან კუნძულ ივოძიმისთვის ბრძოლას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი და სისხლიანი შეტაკება იყო იაპონიის არმიასთან წყნარ ოკეანეში. მისივე თქმით, ერაყის ძალები საკმარისად იქნებიან მზად, როცა ტალ აფარის ოპერაციას დაიწყებენ.

XS
SM
MD
LG