Accessibility links

რუსეთში, სურგუტში დანით თავდასხმის დეტალებს იძიებენ


ქალაქი სურგუტი

რუსეთის ფედერალური სამსახურები განაგრძობენ ქალაქ სურგუტში დანით თავდასხმის საქმის გამოძიებას. პოლიციამ მოკლა დანით შეიარაღებული პირი, რომელმაც შვიდი ადამიანი დაჭრა. ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა მომხდარისთვის პასუხიმგებლობა. საგამოძიებო კომიტეტმა ეჭვმიტანილის თაობაზე განაცხადა, რომ ის იყო 1994 წელს დაბადებული სურგუტის მკვიდრი, რომელსაც, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

XS
SM
MD
LG