Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დიუკის უნივერსიტეტის ეკლესიის შესასვლელში რობერტ ლის ქანდაკება მოხსნეს


 რობერტ ლის ქანდაკება შარლოტსვილში
რობერტ ლის ქანდაკება შარლოტსვილში

აშშ-ის სამხრეთის ელიტური, დიუკის უნივერსიტეტის ეკლესიის კარიბჭეში მოხსნეს მე-19 საუკუნეში აშშ-ის სამოქალაქო ომის პერიოდის გენერლის, რობერტ ლის ქანდაკება. დიუკის უნივერსიტეტის რექტორმა გადაწყვეტილება მიიღო მას მერე, რაც მოელაპარაკა პროფესორებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს. რექტორმა, ვინსენტ პრაისმა განაცხადა, რომ ძეგლის მოხსნა არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ სასწავლებლის „მარადიული ფასეულობების“ გამო მოხდა. ნაბიჯი გადაიდგა მას შემდეგ, რაც, აშშ-ში, შარლოტსვილში მემარჯვენე ექსტრემისტებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება მოჰყვა ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მოეხსნათ ლის ძეგლი. გენერალი რობერტ ლი 1861-1865 წლების სამოქალაქო ომში ჩრდილოეთის სამრეწველო და „მონათმფლობელური სამხრეთს“ შორის, სამხრეთის უდიდესი არმიის სარდალი იყო.

XS
SM
MD
LG