Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ სეპარატისტები დაადანაშაულა დასახლებულ პუნქტისთვის ცეცხლის დაშენაში


ზაიცევო. 2016 წელი
ზაიცევო. 2016 წელი

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა დაადანაშაულეს რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები, რომ ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნქტს, ზაიცევოს, დონეცკის რეგიონის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ ნაწილში. უკრაინის სამხედრო პირების თანახმად, 19 აგვისტოს გვიან გახსნილმა ცეცხლმა ხანძარი გაუჩინა შენობებს. ცნობაში არაფერია ნათქვამი მსხვერპლზე. უკრაინის ჯარმა ცეცხლით არ უპასუხა, რადგან იცავს ზავის პირობებს, განაცხადეს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა.

XS
SM
MD
LG