Accessibility links

ირანის ყოფილი პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის მიმართავს


ირანის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამად ხათამი

ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა, მოჰამად ხათამიმ მოუწოდა ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, დაასრულოს ორი რეფორმისტი პოლიტიკოსის ექვსწლიანი შინაპატიმრობა, რომელსაც არ მოჰყოლია ბრალის წარდგენა. ხათამიმ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა ეს მიმართვა აიათოლასადმი, რომ მოაგვაროს სასულიერო პირის, მეჰდი ქარუბის და ხელოვანის და არქიტექტორის, მირ ჰოსეინ მუსავის შინაპატიმრობის საკითხი. ორი პოლიტიკოსი შინაპატიმრობაში მოათავსეს 2011 წელს, 2009 წლის არჩევნებში გაყალბებების შედეგად გამოწვეულ მასობრივ გამოსვლებში მათი როლის გამო.

XS
SM
MD
LG