Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის ხელისუფლება ტერაქტების მოწყობაში ეჭვმიტანილის ძებნას განაგრძობს


გრძელდება მაროკოს მოქალაქის ძებნას, რომელიც ბარსელონისა და კამბრილსის ტერორისტული აქტების მოწყობაში მთავარ ეჭვმიტანილად ითვლება
გრძელდება მაროკოს მოქალაქის ძებნას, რომელიც ბარსელონისა და კამბრილსის ტერორისტული აქტების მოწყობაში მთავარ ეჭვმიტანილად ითვლება

ესპანეთის ხელისუფლება განაგრძობს მაროკოს მოქალაქის ძებნას, რომელიც ბარსელონისა და კამბრილსის ტერორისტული აქტების მოწყობაში მთავარ ეჭვმიტანილად ითვლება. პოლიციამ 20 აგვისტოს განაცხადა, რომ გაზის 120 ბალონს მიაგნეს ერთ ბინაში, ალკანარში, სადაც, სავარაუდოდ, მზადდებოდა ორივე თავდასხმა. კატალანიის პოლიციის თანახმად, თვეების წინ მზადდებოდა თავდასხმები ალკანარში. ბარსელონაში, 17 აგვისტოს, მიკროავტობუსი შეიჭრა ცნობილ ბულვარ ლას-რამბლაზე ხალხში და 13 ადამიანი მოკლა. ათეულობით დაშავებული საავადმყოფოშია, ან უკვე გამოეწერა. დაშავებულთაგან 12 პირი მძიმე მდგომარეობაში. პოლიცია იტყობინება, რომ დაეძებს 22 წლის იუნეს აბუიააკუბს. მსგავს თავდასხმას საკურორტო ქალაქ კამბრილსში ერთი ქალი ემსხვერპლა. ქალაქში პოლიციამ დახოცა სავარაუდო თავდამსხმელები, ხუთი პირი,რომელთაც თვითმკვლელი მოიერიშის ყალბი ქამრები ეკეთათ. პოლიციამ დაადგინა კიდევ სამი, ტერაქტებთან დაკავშირებული პირის ვინაობა. სავარაუდოდ, ორი მათგანი 16 აგვისტოს აფეთქებას ემსხვერპლა ალკანარში, როცა ისინი ასაფეთქებელ მოწყობილობას ამზადებდნენ. პოლიციამ აცხადებს, რომ არ გამორიცხავს, 22 წლის აბუიააკუბი საფრანგეთში მიიმალა.

XS
SM
MD
LG