Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი გამოაცხადებს სტრატეგიას ავღანეთთან მიმართებით


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 21 აგვისტოს მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვა და „ახსნის ამერიკის სამოქმედო გეგმას ავღანეთსა და სამხრეთ აზიაში“. სხვადასხვა გზა, რომლებსაც აშშ-ის ლიდერები განიხილავდნენ, მოიცავს როგორც ქვეყნიდან სრულად გასვლას, ისე უფრო მეტი სამხედრო ძალის გაგზავნას, თალიბანის და ავღანეთის მთავრობასთან მებრძოლი სხვა ექსტრემისტების დასამარცხებლად ბრძოლის გააქტიურების მიზნით. იორდანიაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჯიმ მეტისმა 20 აგვისტოს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მნიშვნელოვანი დებატების შემდეგ ტრამპი და სამხედრო ლიდერები შეთანხმდნენ ავღანეთის სტრატეგიაზე. მეტისს დეტალები არ გაუმხელია. პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო და სურს მან თავად გამოაცხადოს ის ამერიკელი ხალხის წინაშეო, განაცხადა მეტისმა.

XS
SM
MD
LG