Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალში შეჯახების შედეგად დაიკარგა ათი ამერიკელი სამხედრო


წყალში შეჯახების შედეგად დაიკარგა ათი ამერიკელი სამხედრო
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობის ცნობით, ათი სამხედრო უგზო-უკვლოდ დაიკარგა და ხუთი დაშავდა მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს გამთენიისას, სინგაპურის სანაპიროს აღმოსავლეთით, სამხედრო ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ ტანკერს შეეჯახა. ამავე ცნობის თანახმად, ტანკერს ნავთობი და ქიმიკატები გადაჰქონდა. გავრცელებული განცხადებით, სინგაპურის მთავრობასთან შეთანხმებით მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. „მაკკეინი“, რომელიც იაპონიაში განთავსებული მეშვიდე ფლოტის შემადგენლობაშია, გეგმიურ სვლას ახორციელებდა სინგაპურის პორტისკენ. ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს მეორე ინციდენტია მეშვიდე ფლოტის ხომალდების მონაწილეობით წყნარ ოკეანეში. 17 ივნისს შვიდი სამხედრო დაიღუპა, როცა იაპონიის წყლებში ხომალდი „ფიცჯერალდი“ სატვირთო გემს შეეჯახა. (როიტერის სააგენტოს ვიდეო)

XS
SM
MD
LG