Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედრო ხომალდი სინგაპურთან ტანკერს შეეჯახა, დაკარგულია 10 სამხედრო


წყალში შეჯახების შედეგად დაიკარგა ათი ამერიკელი სამხედრო
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00

აშშ-ის საზღვაო ფლოტი აცხადებს, რომ 10 სამხედროა დაკარგული და ხუთი დაშავებული მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს აშშ-ის სამხედრო ხომალდი ტანკერს შეეჯახა სინგაპურიდან აღმოსავლეთით. ფლოტის განცხადებით, ხომალდი "ჯონ მაკკეინი" დილით, ადრეულ საათებში შეეჯახა ნავთობის და ქიმიკატების ტანკერს. გავრცელებული განცხადებით, ადგილობრივ მთავრობასთან შეთანხმებით მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მაკკეინი, რომელიც იაპონიაში განთავსებული მეშვიდე ფლოტის შემადგენლობაშია, რიგით სვლას ახორციელებდა სინგაპურის პორტისკენ. ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს მეორე ინციდენტია მეშვიდე ფლოტის ხომალდების მონაწილეობით წყნარ ოკეანეში. 17 ივნისს შვიდი სამხედრო დაიღუპა, როცა იაპონიის წყლებში ერთმანეთს შეეჯახა ხომალდი "ფიცჯერალდი" და სატვირთო გემი.

XS
SM
MD
LG