Accessibility links

უკრაინის კონფლიქტის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი რუს კოლეგას შეხვდა მინსკში


კურტ ვოლკერი

უკრაინის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი მინსკში შეხვდა კრემლის თანაშემწეს. ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერით იუწყება, რომ შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ვოლკერი და ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე და უკრაინის საკითხებში კრემლის წარმომადგენელი, დახურულ კარს მიღმა გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 18 აგვისტოს განაცხადა, რომ ვოლკერი და რუსეთის წარმომადგენელი შეხვედრაზე ისაუბრებენ „რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის“ შესახებ. სურკოვთან ვოლკერის შეხვედრით იწყება აშშ-ის სამდღიანი დიპლომატიური ტურნე უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. მინსკიდან ვოლკერი ვილნიუსში ჩავა და 22 აგვისტოს ლიტვის მთავრობის წევრებთან გამართავს შეხვედრას, უკრაინასთან მიმართებით სამომავლო სტრატეგიის განხილვის მიზნით - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი. რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილის შემდეგ 10 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG