Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ბორჯომის ტყეში ისევ მოიმატა ხანძრის კერებმა


გავრცელებული ცნობებით, ბორჯომის ტყეში, სოფელ დაბასთან ისევ მოიმატა ხანძრის კერებმა, ამოვარდნილი ქარის გამო - თუმცა, როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა, თორნიკე გვაზავამ უთხრა, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს. გვაზავას თქმით, ხანძარი თითქმის ლოკალიზებული იყო, როცა ძლიერი ქარი ამოვარდა და ახალი კერები წარმოშვა. ხანძრის კერებთან ბრძოლა გრძელდება. იუწყებიან, რომ ადგილზე ელოდებიან აზერბაიჯანიდან გამოგზავნილ ვერტმფრენს, რომელიც სპეციალური ტექნიკით იქნება აღჭურვილი და მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში დაეხმარება.

XS
SM
MD
LG