Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიამ მაკედონიიდან გაიწვია საელჩოს ყველა თანამშრომელი, მიზეზად „აგრესიულ ქმედებას“ ასახელებს


სერბიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ბელგრადმა თავისი საელჩოს სრული შემადგენლობა გაიწვია მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მდებარე საელჩოდან, სერბიის და მისი დიპლომატიური მისიის მიმართ „ძალიან აგრესიული ქმედებების“ შესახებ მტკიცებულებების გამო. „საამისოდ საკმარისი მტკიცებულებები მოგვეპოვებაო“, უთხრა ვუჩიჩმა ჟურნალისტებს 21 აგვისტოს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, შვიდიდან ათ დღეში ყველაფერი ისევ ნორმალურ ვითარებას უნდა დაუბრუნდეს. მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 აგვისტოს, გვიან საღამოს განაცხადა, რომ სერბიის საელჩოსგან მიიღო ნოტა, რომლითაც მაკედონიის მთავრობას შეატყობინეს, რომ საელჩოს თანამშრომლები ბელგრადში გამოიძახეს კონსულტაციებისთვის. მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ მისთვის ამ გადაწყვეტილების მიზეზები უცნობი იყო და ის სერბიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ცდილობდა დაკავშირებას.

XS
SM
MD
LG