Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარსელში მანქანა დაეჯახა ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ხალხს, დაიღუპა ერთი ადამიანი


საფრანგეთის ქალაქ მარსელში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ხალხში ავტომანქანის შევარდნის შედეგად. პოლიცია იუწყება, რომ დაკავებულია მანქანის მძღოლი. როგორც პროკურორი ქსავიერ ტარაბო ამბობს, ჯერ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ინციდენტი ტერაქტი იყო. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესი" ტარაბოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილს უპოვეს ფსიქიატრიულ კლინიკასთან დაკავშირებული ქაღალდები და გამოძიება ამჟამად ფსიქიკური აშლილობის ვერსიაზეა ფოკუსირებული. საზოგადოებრივ მოუწყებელ „ფრანს ინფოს“ მოჰყავს ასევე ტარაბოსაგან მიღებული ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი საფრანგეთის მოქალაქეა, რომელზეც პოლიციას ინფორმაცია ჰქონდა ქურდობასთან, ნარკოტიკებთან და იარაღის ფლობასთან დაკავშირებული ინციდენტების გამო.

XS
SM
MD
LG