Accessibility links

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენების გარეშე გრძელდება ხანძრის ქრობის ოპერაცია


ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა, მათ შორის აზერაბიჯანიდან გაგზავნილმა საფრენმა აპარატმა, სიბნელის გამო შეაჩერეს ხანძრის ქრობის ოპერაციაში მონაწილეობა, ხოლო მაშველები, სატყეო სამსახური და მოხალისეები ადგილზე რჩებიან. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის, თორნიკე გვაზავას განცხადებაზე დარყდნობით. გვაზავას განმარტებით, ოპერაციის მონაწილეები ყველანაირად ეცდებიან, რომ ცეცხლი ტყეზე მასიურად არ გადავიდეს. ხანძრის გავრცელების ადგილზე მართალია, ძლიერი ქარია, მაგრამ, გვაზავას განცხადებით, მაინც არ არსებობს ადამიანების ევაკუაციის საჭიროება, რადგან ხალხი დაბლობშია, ხოლო ხანძარი - მთის წვერზე. ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 აგვისტოს გაჩნდა ხანძარი, რომელმაც უკვე 5 ჰექტარზე მეტი ფართობი გადაწვა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის კერა წარმოიშვა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარ ტყის ფერდობზე და ამჟამად „მნიშვნელოვანი ზიანი ტყის მასივს არ მიუღია“. ოფიციალური ინფორმაციით, 21 აგვისტოს ხანძრის ჩაქრობას ისევ ქარმა შეუშალა ხელი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG