Accessibility links

აშშ-ში მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს მზის სრულ დაბნელებას


შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, დასავლეთის სანაპიროდან აღმოსავლეთის სანაპირომდე, მრავალ შტატშია შესაძლებელი მზის სრული დაბნელების ხილვა - პირველად თითქმის ასწლიან პერიოდში. მილიონობით ადამიანია შეკრებილი იმ ადგილებში, სადაც ეს, ბევრის აზრით, ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა ჩანს. ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ორეგონის შტატი პირველი იყო, სადაც მზის სრული დაბნელება იხილეს, ხოლო ბოლო იქნება სამხრეთი კეროლაინა. ქვეყანაში მილიონობით სპეციალური სათვალეა გაყიდული, მრავალ სკოლაში სწავლა შეწყდა, იმართება ზეიმები და მუსიკალური ფესტივალები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG