Accessibility links

ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამო მუშაობას განაგრძობს საგანგებო შტაბი


ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამო, დაბა წაღვერში მუშაობას განაგრძობს საგანგებო შტაბი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. მანდღეს დილით, ვერტმფრენიდან დაათვალიერა სტიქიის ზონა. წაღვერში, ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საღამოსთვის ვითარება გაუმჯობესდება. მისი განცხადებით, ყველაფერი კეთდება ცეცხლის კერების ლოკალიზებისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ვითარება მარტივი არ არის, რადგან გარკვეული კერების ლოკალიზების მიუხედავად, ხანძრის მთლიანად ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მინდია ჯანელიძის განცხადებით, მობილიზებულია დამატებითი რესურსი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ. ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად უზრუნველყოფს მობილიზებული ტექნიკა ხანძრის ლოკალიზებას, მინდია ჯანელიძემ უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ ტექნიკაზე, არამედ ამინდსა და რელიეფზეც. „ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დღეს ხანძრის ლოკალიზება მოხერხდეს“ - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG