Accessibility links

ბორჯომის ხეობაში გრძელდება ოპერაცია ხანძრის ჩასაქრობად


ბორჯომის ხეობაში გრძელდება ოპერაცია ხანძრის ჩასაქრობად. დაბა წაღვერის მიმართულებით, ცეცხლის ძირითად კერებს სპეციალური ტექნიკით ებრძვის 300-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათადეპარტამენტის 500-მდე თანამშრომელი, რომლებსაც ჰაერიდან ეხმარება 3 ვერტმფრენი, მათ შორის ერთი აზერბაიჯანული. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა და დილისთვის არჯევანის ტყიდან თროთის მთამდე გაიჭრა დამატებით 3-კილომეტრიანი გზა, რომლითაც ცეცხლის კერებთან მისვლა შეძლეს სახანძრო ავტომანქანებმა. სოფელ დაბასთან, ტყიან ფერდობზე ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწვა. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, 21 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში მოხერხდა ძირითადი კერების ლოკალიზება, თუმცა, ქარის გაძლიერების გამო, საღამოს გაჩნდა ცეცხლის ახალი კერები. ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, დამწვარია 12 ჰექტარზე მეტი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG