Accessibility links

იტალიის კუნძულ ისკიაზე მიწისძვრამ ორი ადამიანი შეიწირა


იტალიაში, სულ ცოტა, ორი ადამიანი შეიწირა კუნძულ ისკიაზე 21 აგვისტოს მიწისძვრამ. როგორც იუწყებიან, მაშველები ცდილობენ, შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანონ ორი ბიჭი - 7 და 11 წლის ძმები. კუნძულ ისკიაზე, რომელიც ნეაპოლის სანაპიროს მახლობლად მდებარეობს და მრავალ ტურისტს იზიდავს, მიწისძვრის სიმძლავრე 4 იყო. ორი ბიჭი მოყოლილია ქალაქ ლა რიტაში მდებარე სახლის ნანგრევებში. მაშველებმა შეძლეს გადაერჩინათ მათი შვიდი თვის ძმა და მშობლები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG