Accessibility links

რუსეთმა დაფარა საბჭოთა კავშირის ბოლო ვალი: 125 მლნ დოლარი გადაუხადა ბოსნიას


რუსეთი აცხადებს, რომ დაფარა საბჭოთა კავშირის ბოლო ვალი - 125,2 მლნ დოლარი გადაუხადა ბოსნია-ჰერცეგოვინას. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ვალი შემორჩენილი იყო საბჭოთა პერიოდში იუგოსლავიასთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებებიდან. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ბოსნიის ვალი 8 აგვისტოს გაისტუმრა. რუსეთმა და ბოსნიამ მარტში მოსკოვში მოაწერეს ხელი შეთანხმებას ვალთან დაკავშირებით. 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მისი საგარეო ვალების - 70 მილიარდამდე დოლარის - გასტუმრება რუსეთს დაეკისრა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG