Accessibility links

სინგაპურის სანაპიროსთან გრძელდება აშშ-ის 10 მეზღვაურის ძებნის ოპერაცია


დაზიანებული ხომალდი

აშშ-ის, მალაიზიისა და სინგაპურის სამხედრო-საზღვაო ფლოტები ატარებენ ოპერაციას 10 ამერიკელი მეზღვაურის მოსაძებნად. ისინი დაკარგულად ითვლებიან მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს გამთენიისას, სინგაპურის სანაპიროს აღმოსავლეთით, სამხედრო ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ ტანკერს შეეჯახა. ძებნაში მონაწილეობენ აშშ-ის სადესანტო ხომალდების ვერტმფრენები. ავარიის მიზეზებზე არაფერს იუწყებიან. ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს არის მეორე ინციდენტი წყნარ ოკეანეში აშშ-ის მეშვიდე ფლოტის ხომალდების მონაწილეობით. 17 ივნისს შვიდი სამხედრო დაიღუპა, როცა იაპონიის წყლებში ხომალდი „ფიცჯერალდი“ სატვირთო გემს შეეჯახა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG