Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ოფიციალური პირი "კონსტრუქციულს" უწოდებს უკრაინის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთან საუბარს


აშშ-ის საელჩო მოსკოვში
აშშ-ის საელჩო მოსკოვში

უკრაინის საკითხებში კრემლის წარმომადგენელი, ვლადისლავ სურკოვი „კონსტრუქციულს“ უწოდებს ასევე უკრაინის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელთან, კურტ ვოლკერთან შეხვედრას. სურკოვის თქმით, განიხილეს „ახალი იდეები და ახლებური მიდგომები“ მინსკის შეთანხმების განსახორციელებლად. სურკოვი 21 აგვისტოს მინსკში, დახურულ კარს მიღმა შეხვდა ვოლკერს. მინსკის 2015 წლის შეთანხმება ითვალისწინებს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტისთვის ბოლოს მოღებას. სურკოვის თქმით, ის და ვოლკერი თანხმდებიან, რომ უკრაინაში ამჟამინდელი ვითარება მიუღებელია და რომ სამშვიდობო პროცესი უფრო სწრაფად უნდა წარიმართოს როგორც პოლიტიკის, ისე უსაფრთხოების სფეროებში. შეხვედრის შემდეგ ვოლკერს არ გაუკეთებია კომენტარი.

XS
SM
MD
LG