Accessibility links

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება


საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა შესაბამის აქტს, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ აქტის კონტრასიგნაცია მოახდინა. შედეგად, პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი ძალაში შევიდა და ქვეყანაში საარჩევნო კამპანია დაიწყო. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს გამოაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს აპირებდა, თუმცა მაშინ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. მან აღნიშნა, რომ არჩევნების დანიშვნის თაობაზე შესაბამისი აქტი გამოიცემოდა არჩევნებამდე 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG