Accessibility links

ბორჯომის ხეობაში ხანძრის წინააღმდეგ ვერტმფრენთა მუშაობა დილის ექვს საათამდე შეწყდა


ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში

გავრცელებული ცნობებით, ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა დილის ექვს საათამდე შეაჩერეს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარს ადგილზე ებრძვის თურქეთის ორი, აზერბაიჯანის ერთი და საქართველოს ორი ვერტმფრენი. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს დახმარება შესთავაზა რუსეთმაც, თუმცა თბილისმა უარი თქვა, რადგან ამჟამად ასეთი დახმარების საჭიროება არ არსებობს. სოფელ დაბასთან, ტყიან ფერდობზე, ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწვა. ხანძარმა გაანადგურა პატარა ხეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადამწვარ ფართობებზე იყო დარგული. ცეცხლს უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ებრძვის რამდენიმე ასეული ადამიანი: მეხანძრე-მაშველები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და მოხალისეები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG