Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატენის ხეობაში ლიკვიდირებულია სოფელ ზემო ბოშურთან, 22 აგვისტოს, ღამით გაჩენილი ხანძარი


ატენის ხეობაში ლიკვიდირებულია სოფელ ზემო ბოშურთან, 22 აგვისტოს, ღამით გაჩენილი ხანძარი - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება. მის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ქვეითი ბრიგადის 250 სამხედრო მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, თავდაპირველად ხანძრის კერების იზოლირება ნიჩბებით შეძლეს, შემდეგ კი, ცეცხლის კერები მეხანძრეების დახმარებით დაამუშავეს წყლის ჭავლით. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვლადიმერ ჩაჩიბაია. მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ნახანძრალ ტერიტორიაზე ორი დღით რჩება რამდენიმე ათეული სამხედრო, რომლებიც პრევენციის მიზნით განახორციელებენ ტერიტორიის მონიტორინგს. სტიქიის გამო, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის ხელმძღვანელებმა გააუქმეს უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს 22 აგვისტოს მიმართასაგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით. პრეზიდენტმა გამოსცა შესაბამისი ბრძანება, რომლის დასადასტურებლად პარლამენტი დღეს, 15 საათზე გამართავს რიგგარეშე სხდომას.

XS
SM
MD
LG