Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი ზავზე შეთანხმდნენ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოვიდა, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის გამოცხადების ინიციატივით, რომელსაც მაშინვე მოჰყვა რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის თანხმობა. პოროშენკომ თავისი ინიციატივა 22 აგვისტოს საღამოს, სატელეფონო საუბრისას გააცნო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. მათ ერთხმად დაუჭირეს მხარი ცეცხლის შეწყვეტას, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში მოსწავლეებმა უსაფრთხო გარემოში შეძლონ სკოლაში სიარული. კრემლისა და პოროშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, ზავს 23 აგვისტოს გამოაცხადებენ. ზავის იდეა შეაქო უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმაც, ლიტვაში ვიზიტისას.

XS
SM
MD
LG