Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში ხუთი ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად


ავღანეთში ხუთი ადამიანი დაიღუპა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. დაიჭრა, სულ ცოტა, 38 ადამიანი. სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში მომხდარ ამ აფეთქებასა და მსხვერპლზე ოფიციალური პირები და მედიკოსები იუწყებიან. ჰელმანდის გუბერნატორის პრესმდივნის ცნობით, თვითმკვლელმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა პოლიციის შტაბბინის ავტოსადგომზე ჰელმანდის დედაქალაქ ლაშკარ-გაჰში. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვები და ქალებიც არიან. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ამერიკელი სამხედროები განაგრძობენ ავღანეთში ბრძოლას ექსტრემისტებზე გამარჯვების მოსაპოვებლად. თალიბანს ძლიერი პოზიცია აქვს ჰელმანდის პროვინციაში.

XS
SM
MD
LG