Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატიკანის სახელმწიფო მდივანი სოჭში ხვდება რუსეთის პრეზიდენტს


ვატიკანის სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინი
ვატიკანის სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინი

ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი 23 აგვისტოს სოჭში ხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით, საუბარი შეეხება რუსეთ-ვატიკანის ურთიერთობას და „ქრისტიანების მძიმე მდგომარეობას ახლო აღმოსავლეთსა და ჩრილოეთ აფრიკაში, ვითარებას სირიასა და უკრაინაში“. ვატიკანში პუტინის 2015 წლის ვიზიტისას, რომის პაპმა ფრანცისკემ მას მოუწოდა „დიდი ძალისხმევისაკენ“ აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. უკრაინის ამ ნაწილში 2014 წლის აპრილიდან გრძელდება მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი, რომელმაც უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა. 22 აგვისტოს კარდინალი პაროლინი მოსკოვში შეხვდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელს, პატრიარქ კირილეს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. ფრანცისკე, რომელიც მსოფლიოში 1,2 მილიარდი კათოლიკეს ლიდერია, ცდილობს, შეარბილოს დაძაბულობა კათოლიკურსა და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. ის 2016 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ესტუმრა, ხოლო მანამდე, თებერვალში, კუბაში შეხვდა პატრიარქ კირილეს.

XS
SM
MD
LG