Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აპირებს, მიმართოს ზომებს აშშ-ის ახალი სანქციების საპასუხოდ


რუსეთი აცხადებს, რომ მიმართავს საპასუხო ზომებს მას შემდეგ, რაც აშშ-მა ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა, უმეტესწილად, ჩინეთისა და რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომლებსაც ბრალად უყენებს ჩრდილოეთ კორეის მთავრობის, ასევე მისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამების მხარდაჭერას. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 22 აგვისტოს გამოაცხადა ახალი ზომების შესახებ და განმარტა, რომ სანქციების მიზანია ჩრდილოეთ კორეის იზოლაციის გამკაცრება. შავ სიაში შეყვანილი არიან ჩინეთის ექვსი კომპანია, რუსეთის ერთი კომპანია და ოთხი მოქალაქე, აგრეთვე აფრიკაში დაფუძნებული სამშენებლო ფირმა და სინგაპურის ორი კომპანია, რომელიც, სავარაუდოდ, ნავთობს აწვდის ჩრდილოეთ კორეას. ახალ სანქციებზე ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ სამინისტრო იწყებს მუშაობას „საპასუხო ზომებზე, რომლებიც ასეთი ვითარებაში გარდაუვალია“.

XS
SM
MD
LG