Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და ისრაელის ლიდერებმა იმსჯელეს სირიაში შექმნილ ვითარებაზე


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა (მარჯვნივ) და ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს შეხვედრა სოჭში.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა (მარჯვნივ) და ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს შეხვედრა სოჭში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ სირიაში ირანის პოზიციის გაძლიერება საფრთხეს უქმნის „ისრაელს, ახლო აღმოსავლეთსა და მთელს მსოფლიოს“. ნეტანიაჰუს თქმით, არ უნდა დავივიწყოთ, რომ „ირანი ყოველ დღე იმუქრება ისრაელის განადგურებით“ და რომ „ირანი იარაღის აწვდის ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ სპონსორებს“. როგორც სოჭის შეხვედრამდე განაცხადეს ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ნეტანიაჰუ აპირებდა პუტინისთვის იმის თქმას, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის მიუხედავად, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა ითანამშრომლონ სირიის საკითხზე მოსალაპარაკებლად ისე, რომ ირანს არ მიეცეს იქ თავისი პოზიციების გაძლიერების შესაძლებლობა. რუსეთი, ისევე როგორც ირანი, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ეხმარება ექვსი წლის წინ დაწყებულ ომში, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან მთავრობის ჯარები და სირიელი შეიარაღებული მეამბოხეები.

XS
SM
MD
LG