Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის პარლამენტმა დაამტკიცა „ტრადიციული სამოსის“ მხარდამჭერი კანონპროექტი


ტაჯიკმა პარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს ავალებს „ტრადიციული და ეროვნული სამოსისა და კულტურის“ ერთგულებას. პარლამენტის ქვედა პალატის ეს გადაწყვეტილება მიჩნეულია ძალისხმევად, არ დაუშვან ტაჯიკეთის მოსახლეობაში ქალის სახის დამფარავი თავსაფრისა და ისლამური ტანისამოსის გავრცელება. ამავე ძალისხმევის ნაწილად ითვლება ზეწოლა ტაჯიკ ქალებზე, რომლებსაც თავსაფარი უკეთიათ, რომ ის შეიკრან „ტრადიციულ“ ყაიდაზე: თავსაფარი შეიკრან კეფაზე და, შესაბამისად, არ დაფარონ ნიკაპი და ყელი. მართალია, ახალ კანონპროექტში ჰიჯაბი არ არის ნახსენები, მაგრამ ბევრის აზრით, ის სწორედ ისლამური თავსაფრის წინააღმდეგ არის მიმართული. პარლამენტის წევრმა ჰილოლბი ყურბონზოდამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პარლამენტში მალე განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს დამსჯელ ზომებს იმ პირების წინააღმდეგ, ვინც უპირატესობას ანიჭებს არა ტაჯიკურ, არამედ „უცხოურ ისლამურ“ სამოსს.

XS
SM
MD
LG