Accessibility links

რუსეთში სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა რეჟისორ კირილ სერებრენიკოვს


რუსეთში სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა ცნობილ თეატრალურ მოღვაწე კირილ სერებრენიკოვს, რომელიც 22 აგვისტოს დააკავეს თაღლითობაში ეჭვმიტანით. მანამდე სასამართლოს სხდომაზე სერებრენიკოვმა „აბსურდული“ უწოდა მისთვის წაყენებულ ბრალდებებს და განაცხადა, რომ სურს მუშაობის გაგრძელება და არ აპირებს არსად გაქცევას. სასამართლოს შენობასთან მრავალი ადამიანი შეიკრიბა რეჟისორის მიმართ მხარდაჭერის დასადასტურებლად. სერებრენიკოვი "გოგოლის ცენტრის" თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და „მეშვიდე სტუდიად“ წოდებული თეატრალური კოლექტივის დამფუძნებელი. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 22 აგვისტოს გამოაცხადა, სერებრენიკოვი ეჭვმიტანილია 2011-2014 წლებში 68 მილიონი რუბლის (1,1 მილიონამდე ამერიკული დოლარის) გაფლანგვის ორგანიზებაში. გამოძიება, კერძოდ, ირწმუნება, რომ 2012 წელს წარმოდგენა „ზაფხულის ღამის სიზმრისათვის“ განკუთვნილი ფული გაიფლანგა და სპექტაკლი არ დადგმულა - მაშინ, როცა სპექტაკლს უკვე რამდენიმე წელია აჩვენებენ "გოგოლის ცენტრში". 47 წლის სერებრენიკოვს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას მიაკუთვნებენ კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ცნობილ მოღვაწეებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG