Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამი თვით გაუგრძელეს წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა


მუსტაფა ერე ჩაბუქი
მუსტაფა ერე ჩაბუქი

თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ სამი თვით გაუგრძელა წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა დემირელის სკოლის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს. ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. თურქეთის მოქალაქე ჩაბუქი, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, 24 მაისს დააკავეს თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით. თურქეთი მას ბრალად სდებს ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეტულა გიულენის „ტერორისტული ორგანიზაციის“ მხარდაჭერას, რასაც ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს.

XS
SM
MD
LG