Accessibility links

ბორჯომის ხეობაში მეხუთე დღეა გრძელდება ხანძრის ჩაქრობის ოპერაცია


ბორჯომის ხეობაში მეხუთე დღეა გრძელდება ხანძრის ჩაქრობის ოპერაცია. ცეცხლის კერებს სპეციალური ტექნიკით ებრძვიან მეხანძრე-მაშველები და ეროვნული სატყეო სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. სულ მობილიზებულია 1500-მდე ადამიანი. ქართველ მაშველებს ეხმარება 160-ზე მეტი მეხანძრე აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ხანძრის კერებს ჰაერიდან აქრობს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსიის ექვსი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი. ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა, თორნიკე გვაზავამ, სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ ხანძრის შედეგად უკვე დამწვარია, სულ მცირე, 15 ჰექტრამდე ტერიტორია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG