Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამო გაუქმდა საქართველოს კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება


ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამო გაუქმდა საქართველოს კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში უნდა გამართულიყო. პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბორჯომის ხეობაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი მიღება აღარ გაიმართება.“ საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო.

XS
SM
MD
LG