Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილმა „მისასალმებელი“ უწოდა რუსეთის მიერ დახმარების შემოთავაზებას


იმ პირობებში, როცა ჩვენ გაგვაჩნია რთული ურთიერთობა რუსეთთან, დახმარების მზადყოფნის წინადადება მისასალმებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს და რომლებიც ეხმარებიან საქართველოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. „რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა დახმარების ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება არის მისასალმებელი. ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინაშე, სწორედ გამომდინარე პასუხისმგებლობის ამ მაღალი ხარისხიდან ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გაგვაჩნია ძალიან რთული ურთიერთობა რუსეთთან ასეთი წინადადება არის მისასალმებელი“,- განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ სიტუაცია ბორჯომის ხეობაში კონტროლს ექვემდებარება და დღის განმავლობაში გაკეთდება დამატებითი განცხადებები სიტუაციის განვითარების შესახება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG