Accessibility links

ჯეიმს მატისი: აქტიურად განვიხილავთ უკრაინისათვის მომაკვდინებელი იარაღის მიწოდების საკითხს


უკრაინაში ვიზიტად მყოფი აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჯეიმს მატისი, აცხადებს, რომ აქტიურად განიხილავს უკრაინისათვის მომაკვდინებელი იარაღის მიწოდების შესაძლებლობას. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მატისმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს ძალით შეცვალოს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი, რის გამოც აშშ-ი დაეხმარება უკრაინას სამხედრო ძალით და დიპლომატიური ძალისხმევით, რათა მოაგვაროს კონფლიქტის აღმოსავლეთ უკრაინაში. დღესვე, უფრო ადრე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი და უკრაინის მრავალი პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დაესწრნენ კიევის ცენტრში გამართულ სამხედრო აღლუმს, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG