Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატარმა ირანში ელჩის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო


კატარის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოცთვიანი პაუზის შემდეგ, რაც თავის დროზე ირანის პოლიციის მიერ საუდის არაბეთის დიპლომატიურ მისიაში ჩატარებულმა ჩხრეკამ გამოიწვია, - აპირებს, დააბრუნოს საკუთარი ელჩი ირანში. ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან საუდის არაბეთი და რამდენიმე არაბული სახელმწიფო, რომლებიც მოუწოდებენ დოჰას, საერთოდ გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 აგვისტოს გამოაცხადა, რომ „ელჩი დაბრუნდება და გააგრძელებს დიპლომატიური საქმიანობას“. თუმცა, უცნობია ელჩის ვინაობა და ის, თუ კონკრეტულად როდის შეუდგება დიპლომატი მუშაობას ირანში.

XS
SM
MD
LG