Accessibility links

ბელორუს აქტივისტებს პრობლემები შეექმნათ სმოლენსკის რეგიონში, კატინის მემორიალთან


ორმოცდაათამდე ბელორუს აქტივისტს, რომლებიც სმოლენსკის რეგიონში ჩავიდნენ სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, რუსეთის პოლიციამ პრობლემები შეუქმნა. 1940 წლის აპრილ-მაისში საბჭოთა რეჟიმმა კატინის ტყეში დახვრიტა 22 ათასი პოლონელი ოფიცერი და ჯარისკაცი. 23 აგვისტოს, როდესაც ევროპაში სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა დღეს აღნიშნავენ, კატინში ჩავიდნენ ბელორუსიის სახალხო ფრონტისა და ბელორუსიის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიათა წარმომადგენლები. მათ გადაადგილებას აეროპორტიდან თავს ადევნებდა რუსეთის მილიაცია, რომელმაც ერთი საათით დააკავა ორი ჟურნალისტი, ვარშავაში მოქმედ ტელეარხ „ბელსატის“ კორესპონდენტები ლიუბოვ ლუნიოვა და ალეს სილიჩი. ხოლო ბელორუს ოპოზიციონერებს კატინში, მემორიალთან დახვდნენ ადგილობრივი კომუნისტი აქტივისტები, რომლებმაც სტუმრებს „დასავლეთისა და ნატოს ლაქიები უწოდეს“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG